საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა მოსამართლეებთან ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების მონიტორინგისა და ანალიზის პროექტის ფარგლებში

მიმდინარე წლის 13 ივლისს, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების მონიტორინგისა და ანალიზის პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ მოსამართლეებთან.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები. სტუდენტებს, რომლებიც სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონდათ, მოსამართლეებისთვის დაესვათ შეკითხვები პროცესებზე დაკვირვების შედეგად იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

 

მოსამართლეებმა სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი ხედვა და გამოცდილება სასამართლო პროცესის წარმართვის ძირითად მეთოდებზე როგორც მოსამართლის, ისე ბრალდებისა და დაცვის მხარის პერსპექტივით.

 

 

თარიღი: 07/08/2023